ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება იწყება

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება იწყება. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ყოველი დღე, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სააკაშვილის ოჯახთან ერთად დგას სამოქალაქო საზოგადოება. პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა ტრაგიკულად დამძიმდეს.

მიმართვის კიდევ ერთი ადრესატი ქვეყნის პირველი პირია, რომელსაც არასამთავრობოებმა მოუწოდეს შეცვალოს გადაწყვეტილება და შეიწყალოს პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. ნერვული ანორექსია და ცილოვანი შიმშილი – ამ მძიმე დიაგნოზით იმყოფება ციხეში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკიდურეს მდგომარეობამდე საპატიმროში არაადამიანური მოპყრობისა და წამების შედეგად აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე: საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში სრულ წარმოდგენას იძლევა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ
შემდეგი სტატიამიშას საზღვარგარეთ გადასაყვანად მთავრობას დროს ორშაბათამდე ვაძლევთ – დავით სააკაშვილი