ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ფიქსირდება 6 ლოკაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტირინგს. ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარებს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

ქვეყნის მასშტაბით ამ
დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.
Download all attachments as a zip file

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო: ილია მეორისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ანტისემიტური განცხადებების დაგმობას და ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას