ქვეყნის მასშტაბით ტარდება სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე დღეს იქნება დაკავებული – კობახიძე

“თითოეული მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს, დღესაც ტარდება სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე დღეს იქნება დაკავებული”. – ირაკლი კობახიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მასშტაბური დაკავებების პირველი ეტაპი დაწყებულია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, დღეს ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია და პროცესი გაგრძელდება.

„ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ყველას შევახსენეთ 4 ოქტომბრამდე ისიც, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები და დამნაშავეები. შესაბამისად, ბევრი მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს. დღეს ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირის ამოცნობა უკვე მომხდარია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ნაწილი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონში გაიქცა და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკვე ცნობილია, რომ დაკავებულია გორელი სამხედრო აქტივისტი ვახო ფიცხელაური.

banner
წინა სტატიაშიგიორგი უშიკიშვილი: პაატა ბურჭულაძის დაცინვა და შეურაცხყოფა, მით უმეტეს მუსიკოსების მხრიდან, არა მხოლოდ უსამართლობაა, არამედ უდიდესი სულმდაბლობაც
შემდეგი სტატიაივანიშვილის დიქტატურა 4 ოქტომბერს ხაზარაძე-ლელომ გაამყარა ოპოზიციის სახელით – დეკანოზი ილია ჭიღლაძე