ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები არ შეეხება სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის აფთიაქებისა და სილამაზის სალონების მუშაობას

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები არ შეეხება სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვები არ შეეხება სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; საბანკო და საფინანსო საქმიანობას; სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; დელივერსა და გატანის სერვისებს; სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; აგრარული ბაზრობის მუშაობას.

ამასთან, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება.

banner
წინა სტატიაში28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, შეზღუდვა არ გავრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე
შემდეგი სტატია28 ნოემბრიდან სავაჭრო ობიექტები, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ