შემოსავლების სამსახურის მიერ, საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა.
ქვეყნის მასშტაბით კონტროლის ღონისძიებები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა.
კონტროლის ღონისძიებისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6,595 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:
საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 ფაქტი;
ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 64 შემთხვევა;
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 654 ფაქტი.