ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება

ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

banner
წინა სტატიაში28 ნოემბრიდან სავაჭრო ობიექტები, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი