ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი და ქვეყნისთვის საზიანოა – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს და მთლიანი ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს, მათ შორის 21 ნოემბერს, როდესაც გაიმართებს ფიქტიური მეორე ტურები.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში მთლიან ოპოზიციას უწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალეტრნატივა ბევრად უარესი და ქვეყნისთვის საზიანოა.
„არანაირ უპირატესობას იმისა, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი გეგმა არის ის, რომ შაბათს გაიმართება აქცია, შემდეგ გვაქვს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების იდეა. იცით, რომ მოდის რამდენიმე თარიღი, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო თარიღია 21 ნოემბერი, როცა უნდა გაიმართოს ფიქტიური მეორე ტური.
პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი არის და ქვეყნისთვის საზიანო.
ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება. ამის შემდეგ სამოქალაქო პროცესი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე არ გაუქმდება არჩევნების ეს შედეგები“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : მიხეილ სააკაშვილის დაკავება ასე მარტივი არ არის
შემდეგი სტატიაპოლიციამ აიღო პრემია იმისთვის, რომ ისინი პირადად, წყლის ჭავლით უსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს – ნადირაშვილი