ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ელჩების განცხადებებს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს ეროვნული ინტერესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უახლოეს მომავალში განსაზღვრავს ქვეყნის ტრაექტორიასა და მიმართულებას, ამრიგად ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას.
„ჩვენ უდაოდ ვიზიარებთ იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება.
მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უახლოეს მომავალში განსაზღვრავს ქვეყნის ტრაექტორიასა და მიმართულებას, ამიტომ, ამაზე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, ოპოზიციურ ძალებს.
შესაბამისად, ქართული ოცნება რომ ხელმძღვანელობდეს ეროვნულ ინტერესებით, მაშინ წამოვიდოდა მოლაპარაკებაზე, რომლის ფუნდამენტური ნაწილი იქნებოდა ახალი არჩვენები, საარჩევნო სისტემის რეფორმა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში( video) ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლის მამის, გიორგი გულუას კომენატარი
შემდეგი სტატია7 ძირითადი განსხვავება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებულ ვერსიასა და „მოქალაქეებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მემორანდუმს შორის