ქვეყნის დაუცველობა, განათლება, მიგრაცია – გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან მათ პრობლემებზე ისაუბრა

“ძალა ერთობაშიას” ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, აეროპორტის დასახლებაში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ეკონომიკის ნიშნულის ზრდა, გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა, ეკონომიკური ინდექსის მაჩვენებლის ზრდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანაფის პლანტაციების მეშვეობით. ლილო-ორხევის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გრიგოლ ვაშაძემ პენსიის ზრდაზეც ისაუბრა.

“საქართველო ითხოვს ცვლილებებს, საქართველო ემზადება ცვლილებებისთვის და საქართველო შეცვლის ამ ყველაფერს 28 ოქტომბერს, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდება გრიგოლ ვაშაძე,”-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მოსახლეობას აღელვებს და რომლის გადაჭრასაც ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გეგმავს.

“რა აღელვებს დღეს ხალხს – გასაოცარია, სამუშაო ადგილები უნდა აღელვებდეს, ჯანდაცვა. აღელვებთ ქვეყანაში უკონტროლო, სადავეებდაკარგული მიგრაცია, აღელვებთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა რის დაუცველი, ჩვენი ჯარი არ იმყოფება იმ მდგომარეობაში და იმ დონეზე, რომელზეც უდნა იყოს. აღელვებთ ის, რომ განათლება არ არის იმ დონეზე, რა დონეც მათ გარანტიას მისცემს რომ 21-ე საუკუნეში იქნებიან კონკურენტუნარიანები. ყველაფერ ამის გამოსწორება და წამალი არის ეროვნული, პროდასავლური კოალიციური მთავრობა, რომელიც უკვე მოდის ხელისუფლებაში,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ავარიას 18 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული