“ქვეყნის დატოვება უშიშროების საბჭოს მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე, არის ძალიან არასწორი ნაბიჯი“

“ქვეყნის დატოვება უშიშროების საბჭოს მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე არის ძალიან არასწორი ნაბიჯი“ – ეს განცხადება, პრეზიდენტის სახელით დღეს გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება.

„ახალი პრეზიდენტის მიერი ფიცის დადებისთანავე ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აუქმებს ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს, როგორიც არის უშიშროების საბჭო. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის დაუშვებელია, რომ არ არსებობდეს მსგავსი ტიპის ორგანო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად შექმნილიყო თუნდაც სხვა უწყება, რომელიც მუდმივ რეჟიმში გადაიბარებდა უშიშროების საბჭოს ფუნქციებს და შექმნიდა პლატფორმას, სადაც ანალიზზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით უმაღლესი თანამდებობების პირებს ექნებოდათ მუდმივი შესაძლებლობა, რომ ემუშავათ იმ საკითხებზე, რაზეც უშიშროების საბჭო იყო უფლებამოსილი. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი შემცვლელი ორგანო არ შექმნილა და ბუნდოვანია როდის და რა ფორმით შეიქმნება ასეთი უწყება და ქვეყნის დატოვება მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე განუსაზღვრელი და ბუნდოვანი ვადით არის ძალიან არასწორი ნაბიჯი,“- აცხადებს ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ მონაწილე რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ ტუსკის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის ახალი ფორმატი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანოს