ქვეყანაში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით ბოსნია-ჰერცეგოვინაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება თავიანთ ბალკანურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ისინი ქვეყნის დასავლეთში, ხორვატიის საზღვართან 15 ივლისს, უცხო ქვეყნების ხუთი მოქალაქის უკანონოდ შეყვანისას დააკავეს.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციის განცხადებით, ამ ხუთიდან ერთი თურქეთის მოქალაქე იყო, ოთხს კი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა, თუმცა განაცხადეს, რომ ბანგლადეშისა და პაკისტანის მოქალაქეები იყვნენ.















