ქვეყანაში ტენდენციის, პოლიტიკური თავისუფლებების და განვითარების თვალსაზრისით, ვითარების ამ ტიპის მძიმე შეფასება არ მახსენდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2020 20:13

ქვეყანაში ტენდენციის, პოლიტიკური თავისუფლებების და განვითარების თვალსაზრისით, ვითარების ამ ტიპის მძიმე შეფასება არ მახსენდება

მნიშვნელოვანი

  • ქვეყანაში ტენდენციის, პოლიტიკური თავისუფლებების და განვითარების თვალსაზრისით, ვითარების ამ ტიპის მძიმე შეფასება არ მახსენდება

სხვა სტატიები

ქვეყანაში ტენდენციის, პოლიტიკური თავისუფლებების და განვითარების თვალსაზრისით, ვითარების ამ ტიპის მძიმე შეფასება არ მახსენდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ევროპარლამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ყველა საკვანძო საკითხზე და გამოწვევაზეა ყურადღება გამახვილებული.

ბოკერიას განმარტებით, ამის ფონზე მმართველი გუნდის წარმომადგენელები უტიფრად საუბრობენ, თითქოს ყველაფერი კარგადაა.

„ქვეყანაში ვითარების ამ ტიპის მძიმე შეფასება ჯამურად ტენდენციის, პილიტიკური თავისუფლებების და განვითარების თვალსაზრისით, არ მახსენდება. ყველაზე უფრო მძიმეა იმ ენაზე, რაზეც ევროპა საუბრობს, ეს ხომ რუსეთი არ არის, რომ პირდაპირ ლანძღვა დაიწყონ. ყველა საკვანძო საკითხში, ყველა გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც ივანიშვილის მიერ შექმნილია ან არ გამოსწორებულა ჩვენი ხელისუფლების შემდეგ, ესაა არჩევნების დროს შანსის თანასწორობა, მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, გამოუძიებელი საქმეები – ყველა ამ საკითხზე საუბრობენ. 8 მარტის შეთანხმებაზე იქ, სადაც ქებაა უგულავას გამოშვების გამო, იქვეა პირდაპირ ნათქვამი, რომ სხვა საქმეებია დარჩენილი, რაც გადაუწყვეტელია. აქ რურუას საქმე იგულისხმება. ცალკე ყურადღებაა გამახვილებული სოციალურ ქსელებში ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჩვენი მტრის პროპაგანდაზე, რაზეც მთავრობის და ივანიშვილის ფული იხარჯება. მართლმსაჯულების სისტემაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე ამაზე მკაფიოდ რა უნდა ითქვას, არც ვიცი. ამ ყველაფრის ფონზე, ნიშანდობლივია, რას ამბობს ამაზე ივანიშვილის გარემოცვა, რომ ყველაფერი კარგად არის – ეს არის იგივე უტიფრობა, რასაც მაგალითად, ეკონომიკურ ვითარებაზე ამბობენ. უბრალოდ, ეს არის მათი პროპაგანდა, წავიდეს ნიაღვარი აბსურდული პროპაგანდისა, რომ ყველაფერი არის კარგად. ამ სიცრუისა და უტიფრობის ნიაღვარზე ჩვენ მათ პასუხი უნდა გავცეთ არჩევნებზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2020 20:13