21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ქვეყანაში შემოსვლა, სერვისები, აღრიცხვა- იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე უცხოელთა რეესტრი შეიქმნება

მთავრობა უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნას გეგმავს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, უცხოელთა ერთიანი რეესტრი იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება.

„შემოდის უცხოელთა ერთიანი რეესტრის ცნება. ვფიქრობ, რეესტრი სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს იმისა, რომ დეტალურად აღირიცხოს და მოხდეს ყველა უცხოელის შემოსვლის, ქვეყანაში რეგისტრაციის, სერვისებით სარგებლობის ზედამხედველობა და აღრიცხვა. როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს რეესტრი, ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე, უცხოელთა ერთიანი რეესტრი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეული უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, მათი მხრიდან სერვისებით სარგებლობა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი გახდეს,“ – განაცხადა დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაში30 000 უცხოელი სამუშაოს მაძიებელი საქართველოში- პარლამენტში დასაქმების პოლიტიკის ანგარიში მოისმინეს
შემდეგი სტატიაპესკოვი – პუტინი და ლუკაშენკო ბელარუსის მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას განიხილავენ