“ქვეყანაში სავარაუდო დესტაბილიზაციაზე საუბრისას უმჯობესია, უფრო ნათელი და არგუმენტირებული განცხადებები გაკეთდეს”

ზოგადად ხელისუფლების უფლებამოვალეობა, გარდა იმისა, რომ არის საზოგადოების დაცვა, არის მათი ინფორმირებაც. რაც უფრო ინფორმირებულია საზოგადოება, უფრო დაცულია ის გარკვეულწილად, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე, რომელიც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს ეხებოდა.

„ზოგადად, ასეთ თემებზე საუბრისას, უმჯობესია უფრო ნათელი და უფრო არგუმენტირებული განცხადებები გაკეთდეს ხოლმე. თუმცა, ზოგადად ხელისუფლების უფლებამოვალეობა, გარდა იმისა, რომ არის საზოგადოების დაცვა, არის მათი ინფორმირებაც. რაც უფრო ინფორმირებულია საზოგადოება, უფრო დაცულია ის გარკვეულწილად“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა, საქართველოს და უკრაინას, შესაძლებელია შენგენის ზონაში ფული გადაახდევონოს
შემდეგი სტატიახოდორკოვსკის ახალი პროექტი -,,პუტინის ადგილზე,,