ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ აღინიშნება

ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ აღინიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ის რაოდენობა არ არის, რომ სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას.

„სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ აღინიშნება, ეს არ აღინიშნებოდა არც დაავადების გავრცელების დასაწყისში. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამატებით უახლესი და თანამედროვე აპარატურა შევიძინეთ, რომელიც განთავსებულია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე თბილისისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ის სიმპტომატიკა, რითაც დღესდღეობით პაციენტები განთავსებულნი არიან კლინიკებში, მსუბუქია და ჩვენ არ გვყავს ამ დროისათვის პაციენტების ის რაოდენობა, რომ გარკვეული კრიზისული ზღვარი იყოს სასუნთქ აპარატებთან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 – კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატიარესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე