“ქვეყანაში პროცესები მიმდინარეობს ძალიან სახიფათო მიმართულებით, ამას უნდა დროზე აღკვეთა” – გოცირიძე ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის სკანდალურ ინტერვიუს, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან. “ნაციონალურ მოძრაობაში” “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, სადაც მათივე შეფასებით, მთავარი მონაწილე ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილია, საგანგაშოს უწოდებენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, ქვეყანაში პროცესები სახიფათო გზით ვითარდება და ამის აღკვეთა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

„მედია კონტროლის ეს მცდელობა, რომელიც უბრალოდ გამოიხატა “იბერია”-ზე ზეწოლით, ამას დამატებული ბიზნესზე ზეწოლა თუ იგი არ იქნებოდა ხელისუფლების მორჩილი და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ქვეყანაში პროცესები მიმდინარეობს ძალიან სახიფათო მიმართულებით და ამას უნდა დროზე აღკვეთა. დროზე აღკვეთის ერთადერთი საშუალებაა საზოგადოების მობილიზება,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუში ზეწოლის სქემაში ჩართულ ხელისუფლების წევრებზე საუბრობდა და არაფორმალურ მმართველზე მიანიშნებდა.

300 ათას დოლარიანი ლიმიტი თითოეული მინისტრისთვის და პარტიის ფონდში გადარიცხული მილიონები-ოქუაშვილმა ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა მისი ბიზნესის გადანაწილების სქემაზე

banner
წინა სტატიაშიკანაფის კულტივაცია/ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვის მიზნით, გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
შემდეგი სტატიაპარლამენტი თბილისში ბრუნდება – ქუთაისის შენობა შსს-ს გადაეცემა