ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება არ დგამს ანტიკრიზისულ ნაბიჯებს

alasania

alasania-qarTuli-akademia_180პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რასაც შემოდგომით ახალი სამთავრობო ცვლილებები მოჰყვება.

ალასანიამ ამის შესახებ პროექტის „დიალოგი მოსახლეობასთან“ ფარგლებში, ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

ირაკლი ალასანიას შეფასებით, არაფორმალური მმართველობის სისტემა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სრულიად მიუღებელია, რადგან ამ დროს იწყება საზოგადოებრივი ინტიტუტების ეროზია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არა სახელმწიფო უწყებები, არამედ კულუარებში მყოფი ერთი პირი იღებს. ასეთად ალასანია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს.მისი აზრით, რაც უნდა განათლებული და კომპეტენტური ხალხი იყვნენ არაფორმალური მმართველები, ისინი ყოველთვის წარუმეტებლობისთვის არიან განწირულნი.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, არაფორმალური მმართველობის პროცესი დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და შემოდგომა ხელისუფლებისთვის ძალზე კრიზისული იქნება.

„ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება არ დგამს ანტიკრიზისულ ნაბიჯებს. რაც არ უნდა განათლებული და კომპეტენტური ხალხი იყოს არაფორმალურ მართვაში, ეს ყოველთვის წარუმატებლობისთვის იყო და არის განწირული. დემოკრატიის მთავარი მოთხოვნაა, ინსტიტუტები ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. ამ დროს არის ადამიანი, რომელიც კულუარებიდან ღებულობს გადაწყვეტილებას, უწყებების ხელმძღვანელები თავს არიდებენ პასუხისმგებლობას, ეს აისახება ინვესტიციების მოზიდვაზე, ეკონომკურ განვითარებაზე. ამის გამო, ძალაუნებურად ინსტიტუტების ეროზია დაიწყო, რაც ძალიან საშიში პროცესია. თუ კი ადამიანი წავიდა პოლიტიკიდან აღარ უნდა ერეოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში“, – მიაჩნია ირაკლი ალასანიას.

მისივე თქმით, ყველა უწყებაში არის გამოცდილი კადრი, რომლებსაც მუშაობის საშულება უნდა მიეცეთ და მათი გადაწყვეტილებების რევიზიას არ უნდა ახდენდეს ყოფილი პრემიერი ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგაერო ფიფასთან ურთიერთობას გადახედავს
შემდეგი სტატიაათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა