ქვეყანაში კონსტიტუცია ორ კვირაში ერთხელ იცვლება – გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის ცვლილებაზე და იმ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს.

განცხადება პრეზიდენტმა კავკასიის უნივერსიტეტში, მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. კითხვა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას შეეხებოდა. შეეხებოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ერთადერთი ვინც “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო მმართველობის შემოღებას ემხრობოდა, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო. მარგველაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რა შეიცვალა შემდგომ.

„მერე უცებ ერთ დღეში შეიცვალა, არ ვიცი, შეიძლება დაესიზმრათ რაღაც”- თქვა მარგველაშვილმა.

კითხვაზე 2024 პრეზიდენტის ხმოსნების მიერ არჩევა ნიშნავს თუ არა ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას პრეზიდენტი პასუხობს, რომ 2018 წელს იმაზე საუბარი, რა იქნება 2024 წელს რთულია, რადგან ქვეყანაში კონსტიტუცია “ორ კვირაში ერთხელ იცვლება“

თუმცა მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს 300 დეპუტატი აირჩევს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ერთპარტიულ მმართველობას შეეგუება.

banner
წინა სტატიაშიგახდება თუ არა გახარია პრემიერი?
შემდეგი სტატიამე შევძელი და არ გავხდი არც ერთი პარტიის პრეზიდენტი