ქვეყანაში კანონი უნდა ბატონობდეს და არა ინდივიდები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, დღეს საქართველოში ერთი ინდივიდის მმართველობა, თუმცა ის ძალიან მალე დასრულდება, როცა 2016 წლის არჩევნებზე საზოგოადება ივანიშვილს უარს ეტყვის.

„პრეზიდენტმა, დღეს, პარლამნეტში განაცხადა, რომ რომ ქვეყანაში კანონი უნდა ბატონობდეს და არა ინდივიდები. ნამდვილად ასეა, თუმცა რეალობა სხვაა, რაც ცოტა ხნის წინაც დადასტურდა, როცა პარლამენტში ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ თქვენ ხართ ინდივიდის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ესაა სამარცხვინო განცხადება და მთელი საზოგადოებას შეურაცხყოფა. აი იმ ერთ ინდივიდს კი ვეტყვი, რომ 2016 წლის არჩევნებზე საზოგადოება გაისტუმრებს.

დღეს მართლაც იდივიდი ბატონობს. დღეს საქართველოში ივანიშვილის არაპირდაპირი მმართველობაა, რასაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. მისი დრო დათვლილია. „ – განაცხადა ლონდარიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ეკონომიკის მინისტრი, აივარას აბრომავიჩიუსი გადადგა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის გამოსლა რეალობას აცდენილი იყო