ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ „ენდიაის“ მეთოდოლოგია არ იძლევა საშუალებას, ოპოზიციური ამომრჩეველი სრული სისავსით გამოჩნდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის მოსაზრებით, ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ ამბობს, რომ ხმის მიცემას მთავრობის წინააღმდეგ აპირებს.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კანდელაკი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული სავალალო მდგომარეობა შექმნილია „მუქთახორების“ მოღვაწეობის შედეგად, რაც ასახულია კვლევებში.

„გამოკითხვის გარეშე ვგრძნობთ, როგორია ხალხის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ. მათი ნდობა მინიმუმზეა, რაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას შემორჩა. გავრილოვის ღამის შეფასება განაჩენია „ქართული ოცნებისთვის“. პესიმიზმი, რაც ხელისუფლებამ მოიტანა, მაქსიმუმზეა, რადგან მოქალაქეები ამბობენ, რომ მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ქვეყანაში სავალალო მდგომარეობა შექმნილია ამ მუქთახორების მოღვაწეობის შედეგად, რაც ასახულია კვლევებში“, – აღნიშნა კანდელაკმა.

დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ პარტიულ რეიტინგზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ქვეყანაში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ „ენდიაის“ მეთოდოლოგია არ იძლევა საშუალებას, ოპოზიციური ამომრჩეველი სრული სისავსით გამოჩნდეს. მაღალია იმ რესპოდენტების რაოდენობა, რომლებიც პასუხზე ან უარს ამბობენ, ან საკუთარი არჩევანი გადწყვეტილი არ აქვთ. ცხადია, ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველია. ამ კლიმატით აიხსნება ის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ ამბობს, რომ ხმის მიცემას მთავრობის წინააღმდეგ აპირებს“, – დასძინა კანდელაკმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პარტიები ასე გადანაწილდა: „ქართულ ოცნება“ – 20%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 9%, „ევროპულ საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ – 4-4%.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ქართული მხარე აპირებს, რუსეთის ფედერაციას რამზან ახიადოვი გადასცეს, რომელსაც რუსეთი ინტერპოლით ეძებს
შემდეგი სტატიაშსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება