ქვეყანაში დამატებით 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვიდა

1-ელ ოქტომბერს ქვეყანაში დამატებით 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვიდა-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ასევე არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „სინოვაკი“.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და 1-ელ ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – მიხეილ სააკაშვილი რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ამას ყველა ამბობს მთელ მსოფლიოში
შემდეგი სტატიასერგეენკო – ჯიმ რიშის მოსაზრება არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას