ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობის სიმპტომები გაჩნდა

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

როგორც ჩანს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით რაღაც წესრიგში არ არის – ექსპერტი გია ხუხაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას სწორედ “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს.

გასულ კვირას სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ქიბარ ხალვაშმა მრავალთვიანი მოუცლელობის შემდეგ, მისი ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა, რომლის ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება, ნამდვილია თუ არა ოქრუაშვილის დოკუმენტზე არსებული ხალვაშის ის ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც “რუსთავი2” ოქრუაშვილის საკუთრებაა.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ საქმეს უკავშირდება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრება. მისი თქმით, ამ ეჭვის საფუძველს ის ფაქტიც აჩენს, რომ ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ერთი და იმავე მუხლით აქვთ წარდგენილი, თუმცა მელია შინა პატიმრობაშია, ოქრუაშვილს კი აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

“ეჭვი ძლიერდება იმისა, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით რაღაც არ არის წესრიგში. ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ ასე გამოდის, რომ სასამართლომ ფაქტობრივად ირიბად მიაკუთვნა ირაკლი ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: სოხუმისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭების საკითხში ხომ არ მოხდა რუსეთთან გარიგება?
შემდეგი სტატია„ყველა ის ერთუჯრედიანი, ვინც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი“