ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის საშუალება ვადამდელი არჩევნებია

„მე რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი იმაში, რომ ეს მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, მე ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერდი და მით უფრო ამის დასაცავად არ წავიდოდი არც მმართველი პარტიის გუნდთან და არც დიპლომატიურ კორპუსთან შესახვედრად“, – ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

ბურჯანაძემ გადაცემაში გერმანულ მოდელზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადია.

„რა თქმა უნდა ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ის ნამდვილად არ არის აბსოლუტურად კოპიო გერმანული მოდელის და არც იქნებოდა სწორი რომ კოპიო ყოფილიყო, იმიტომ რომ როგორ შეიძლება აბსოლუტურად იგივე იყოს კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს საარჩევნო სისტემას გერმანიაში და საქართველოში. ძირითადი პრინციპი რაც გერმანული მოდელის არის, რომ ჩვენთვის ეს არ არის იდეალური. მე მერჩივნა პროპორციული, მაგრამ რადგან მაჟორიტარების პრობლემა წამოიჭრა ეს მოდელი აკმაყოფილებს პროპორციული მოდელის კრიტერიუმებსაც და ასევე მაჟორიტარული დეპუტატების კრიტერიუმებსაც და ეს თავსებადია, ანუ შესაძლებელია ამ სიტუაციაში გატანილ იქნას. თქვენ დააკვირდით ალბათ პარლამენტის ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეებში განსხვავება იგრძნობოდა. მე არავის არ მინდა, რომ შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, იმ მაგიდის ირგვლივ ვინც ისხდნენ, ვერავინ გადაწყვეტილებას ვერ იღებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ „დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის საშუალება ვადამდელი არჩევნებია, თუმცა არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ჩვეულებრივ ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც არის კრიზისი მისი განმუხტვის საშუალება ვადამდელი არჩევნებია. თუმცა, არა იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. თუ მიიღებენ გერმანულ მოდელს ან პროპორციულ სისტემას კი ბატონო, მაგრამ ამ სისტემით არჩევნების ჩატარება და ამ საზოგადოებრივ ფონზე, არ ვიტყვი ეთერში რითი დამთვრდება. რაც შეეხება დიპლომატებს, ისინი პოზიტიურად შეხვდნენ ჩვენს მცდელობას, რომ დიალოგი არ დახურულიყო. ისინი დაეკონტაქტებიან ორივე მხარეს და უახლოეს ხანებში, ალბათ, ისევ შევხდებით. მანამდე მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, გვინახავს ეს, ყველა ხელისუფლება ამ შეცდომას უშვებდა. კარგები თუ ცუდები ვართ ეს ოპოზიცია, არც თქვენ ხართ იდეალურები. რაც ერია, ის ბერია. თქვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიავაშაძე: ოცნებასთან შედარებით ქუჩაში გამოგვესლება და ხალხთან მიგვესვლება