“ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა” – გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებას აფასებს

news
ავტ.: news ივლისი 25, 2016 15:19

“ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა” – გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებას აფასებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა და ამას ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დაესვას წერტილი.

“საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა. პრემიერმინისტრი არაფერს წყვეტს და ხალხი, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ივანიშვილს პირადად, აი ამ უკანონო ქმედებებს ჩადის. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ქვეყანაზე ზრუნვის მაგივრად, ეს ახლის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდის. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში ამას არჩევნების გზით უნდა დავუსვათ წერტილი“ – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ლაპარაკობს. გიორგი მარგველაშვილმა ეს სკანდალური განცხადება ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, პირდაპირ ეთერში გააკეთა.

news
ავტ.: news ივლისი 25, 2016 15:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,707
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics