ქვეყანაში არის ძალაუფლების უზურპაცია ძალოვანების მხრიდან

„ქვეყანაში არის ძალაუფლების უზურპაცია ძალოვანების მხრიდან,“ – ეს განცხადება ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, აქციაზე „არა ჩადებას“ გააკეთა.

აქცია მრგვალ ბაღთან იმართება. ადგილზე დაკავებული მიხეილ თათარიშვილის ახლობლები და მეგობრები, მათ შორის პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი იმყოფებიან.

ელისო კილაძის აზრით, ძალოვანი სტრუქტურები ნარკოპოლიტიკას ადამინების დევნისთვის იყენებენ.

„რეალურად ხდება ჩადებების გამოყენება ადამიანების გამოყენება ადამიანების დევნისთვის. განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე სპეკულირებენ შვილებით და ცდილობენ საერთოდ საზოგადოებაში დათესონ შიში,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ის შს მინისტრს იმ ადამიანების ვინაობის გარკვევას სთხოვს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოაქვთ.

https://youtu.be/cKYqo96-Wys

banner
წინა სტატიაშივარკეთილში მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამაქსიმ შევჩენკოს სოციალურ ქსელ facebook-ის ადმინისტრაციამ პირადი ექაუნთი დაუხურა