ქვეყანაში არის აყვავებული კორუფცია და ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი

„ქვეყანაში არის აბსოლუტურად აყვავებული კორუფცია,“ – ეს განცხადება, საქართველოს “რესპუბლიკური” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.

თამარ კორძაია დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს სავარაუდოდ „თბილისის თამბაქოს“ აუქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი ესაუბრება. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სიგარეტის ბაზრიდან ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ირიცხება.

თამარ კორძაიას თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერები კორუფციის მაგალითია. მისივე შეფასებით, სახელისუფლებორეკეტის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„გარკვეული და დალაგებული აქვთ აშკარად ყველაფერი და გარკვეულია უკვე ცალსახად ის, რომ ქვეყანაში არის აბსოლუტურად აყვავებული კორუფცია და ამის უკან დგას ერთადერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი. ყველას დალაგებული აქვს საკუთარი ბიზნეს ინტერესები და ახლა აღმოჩნდა, რომ ოქრუაშვილის ინტერესები არ დაემთხვა მათ ინტერესებს და გამოასაჯაროვა მან ეს პირადი საუბრები. ეს საუბრები ხომ ძალიან დიდი ხნის წინ ჩაწერილი და არ არის ჩაწერილი, მაგრამ რაღაც ვერ გაარკვიეს, ვერ გაიყვეს და დღეს ჩვენ ვართ შემსწრე იმის, თუ რამდენი ხანია, ასეთ სიბინძურეში, ასეთ უკანონობაში ვცხოვრობთ და ვითმენთ ამ ყველაფერს,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

„კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

banner
წინა სტატიაში„ნათელი გახდა რატომ იმყოფება დღეს „ომეგა ჯგუფი“ და ტელეკომპანია „იბერია“ ასეთ მდგომარეობაში”
შემდეგი სტატიასამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ორი ოთახი იწვის