„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ნიშნავს, რომ საქართველოში ადგილი აქვს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონკრეტულ შემთხვევებს, არამედ სისტემური უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც, საკმაოდ საგანგაშო უნდა იყოს, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმისთვის ამ მექანიზმის ამოქმედება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მექანიზმი როდესაც ამოქმედდება ხოლმე, გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს ხელისუფლებას.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ნებისმიერი მიმართულებით იყო მოსალოდნელი საკმაოდ მძიმე შედეგები ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ევროპის ნაწილში არავინ დაუშვებს ადამიანის უფლებების ასეთ მძიმე დარღვევას და ამ მექანიზმის ამოქმედება კონკრეტული რეზოლუციების, კონკრეტული სანქციებისა და კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილებების საფუძველია ხოლმე.
ასეთი მექანიზმი როდესაც ამოქმედდება ხოლმე, გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს ხელისუფლებას და ალბათ, ივანიშვილის რეჟიმიც არ იქნება გამონაკლისი. თუმცა, რამდენად იქნება მათთვის ეს თანამშრომლობა წარმატებული, ეს უკვე სხვა საკითხია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.















