ქვეყანას თავი მოეჭრა როცა პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თელავში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ დღეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლიდან ამოქმედდება.

„არანაირი შიში არ არსებობს და საპარლამენტო სისტემისთვის ბევრად უკეთესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული იყოს“ – აღნიშნა კობახიძემ.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის მომხდარი ფაქტიც შეაფასა და თქვა, რომ „მთელ ქვეყანას თავი მოეჭრა“.

„წარსულის გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ პირდაპირ არჩევნებს უარყოფითი გავლენა ამ წლების განმავლობაშიც ჰქონდა. მათ შორის, უფლებამოსილების განაწილებაზე. ყველას ერთად მოგვეჭრა თავი, როცა პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. მთელ ქვეყანას თავი მოეჭრა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირდაპირი ლეგიტიმაცია იყო, რასაც ვამბობთ, რომ უფლებამოსილებასა და ლეგიტიმაციას შორის დისბალანსია. შავით თეთრზე წერია, რომ ეს პრემიერის პრეროგატივა იყო და ასოცირების შეთანხმებაზე ხელი პრემიერს უნდა მოეწერა“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატიამსოფლიო ახალი ჰაკერული საფრთხის ქვეშაა!!