„ქვეყანას სჭირდება შველა, ხსნა, ქვეყნის მომავალი არის საფრთხის ქვეშ” – ნიკა მელია

„ქვეყანას სჭირდება ძალიან სწრაფად შველა, ხსნა, ქვეყნის მომავალი არის საფრთხის ქვეშ. ეს მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია ერთობას და შეგიძლიათ თქვენ, შეუძლია თქვენს მამაცობას და შემართებას,“ – ამის შესახებ ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციისა და მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ზუგდიდში 19 მაისს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, ქვეყნის მომავლის ბედი წყდება. ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და უთხრა, რომ ძალადობის მიუხედავად, არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდება.

მან ზუგდიდელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველმა ხმა მომავალს უნდა მისცეს.

„ზუგდიდის მერის არჩევნები არის პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ ჩვენ პოლიტიკა გვესმის ისე, როგორც დღეს სჭირდება ზუგდიდელებს, როგორც არასდროს. პოლიტიკა არა ურთიერთდაპირისპირების, კინკლაობის, ქიშპობის, არამედ პოლიტიკა დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების წესის. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც შეუძლია და უნდა აკეთოს სანდრა რულოვსს. ჩვენ ყველამ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ზუგდიდზე გადის ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ისტორიული შანსი. ბიძინა ივანიშვილს მინდა გავუგზავნო გაფრთხილება. ბიძინა ივანიშვილო, თქვენ გახსოვთ, როგორ იძალადეთ კორცხელში, ყველა კუნთმაგარი ბიჭი ჩამოიყვანეთ და რა დაატრიალეთ კორცხელში, მაგრამ მაინც დაგამარცხათ კორცხელმა და ასე დაგამარცხებთ მთელს რაიონში, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა… გამარჯვება და გამარჯობა ზუგდიდს!“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი სახლში შევარდა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 მოზარდი
შემდეგი სტატიასაერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ჩვენც ამ პრინციპის ერთგულნი ვართ