“ქვეყანას, რომელიც ხვალ ან ზეგ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ასეთი მოუწესრიგებლობა არ ეკადრებაო”

წალენჯიხის ტელეკომპანია “ჯიხას”გენერალური დირექტორი კახა კვარაცხელია “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც წალენჯიხის ცენტრშია შექმნილი, განსაკუთრებით “რომ პეტროლის” ბენზოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე.
“შეიძლება ვიღაცეებს ეწყინოთ, მაგრამ გთხოვთ მომიტევოთ. ნათქვამია “ცოდვა გამხელილი სჯობსო!”, – წერს კახა კვარაცხელია და განაგრძობს: “წინა კვირას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან ჩვენს რაიონს ესტუმრა ხუთკაციანი დელეგაცია. მე წილად მხვადა სტუმრების გასეირნება ქალაქის ტერიტორიაზე. დიდი ხნის სეირნობის შემდეგ მომიწია მანქანაში ბენზინის ჩასხმა “რომ პეტროლის” ბენზოგასამართ სადგურში, რომელიც მდებარეობს ქალაქ წალენჯიხის ცენტრში. რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმრებმა მთხოვეს ცენტრალურ ბაზარში შესვლა სულუგუნის შესაძენად. სტუმრები ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მაგრამ ბოლოს ვერ მოითმინეს და მითხრეს: ქვეყანას, რომელიც ხვალ ან ზეგ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ასეთი მოუწესრიგებლობა არ ეკადრებაო. მე ხმა არ ამომიღია, გავწითლდი, თავი დავხარე და გავაგრძელე სვლა. დასკვნები თქვენ გააკეთეთ, ოღონდ ყველაფერში მთავრობას ნუ დავადანაშაულებთ. ამჯერად კერძო კომპანიებზეა საუბარი”,- წერს კახა კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაშიგასაჯაროვდა კენედის მკვლელობის საინტერესო დეტალი, რომელიც “კგბ”–ს უკავშირდება
შემდეგი სტატიასააკაშვილის ექსტრადირება შესაძლოა ნოემბერში განხორციელდეს