ქვეყანას გადარჩენისთვის ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება სჭირდება – დეოლიგარქიზაცი არის ქვეყნის გამოსავალი – ბოტკოველი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება აუცილებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ ოლიგარქიული მმართველობის პერიოდში აღნიშნული ვერ შესრულდება.

მისივე განმარტებით, გამოსავალი დეოლიგარქიზაციაა, რასაც ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს.

“არ ვიცი, ღარიბაშვილი და კობახიძე ბაკურიანით საუბრობენ თუ გუდაურით, ეს კურორტები, რატომ აირჩიეს. აქ არის ერთი რამ, ეს ადამიანები ყველანი არიან გამოკიდებული საკუთარ სკამს, რატომ? – არა იმიტომ, რომ ხალხზე იზრუნონ და ქვეყანა გადაარჩინონ, არამედ ერთადერთი რამის გამო, ფული, რაც ქვეყანას მოჰპარეს იმის გადარჩენის და იმ ადამიანის გადარჩენის, ვინც მათ მანდატები და იმის საშუალება მისცა, რომ ქვეყანა გაეძარცვათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

დღეს ქვეყანას სჭირდება გადარჩენისთვის 12 პუნქტის შესრულება, იმისთვის, რომ განვითარდეს. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ხელისუფლება რამენაირად ხელს შეუწყობს ამ პუნქტების შესრულებას. ხელის შემშლელი არის ოლიგარქია, დეოლიგარქიზაცია არის ამ ქვეყნის გამოსავალი”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშისანქცირებული კომპანიის ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის ნავსადგურს ტოვებს – სამინისტრო
შემდეგი სტატიასანქციების პასუხად რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კიდევ 43 კანადელს აუკრძალა