ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება რომ ჰყავდეს, გარწმუნებთ, საერთოდ არ დადგებოდა ლგბტ პრაიდის ჩატარების საკითხი – ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

„ქვეყანა არის ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე“ – ეს განცხადება „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. ბურჯანაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

„ბუნებრივია, რომ ხელისუფლება, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს, ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების მიზნით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ოპოზიცია ერთად უნდა დადგეს.

„ყველა ხელისუფლება ყოველთვის და ივანიშვილი, ალბათ, გამონაკლისი არ იქნება, სარგებლობს განხეთქილებით ოპოზიციაში. როდესაც ოპოზიცია ვერ თანხმდება ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ მანიპულირება განახორციელოს და გააკეთოს ის, რაც უნდა,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე სამთავრობო ცვლილებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს გაშვება მის მაღალ რეიტინგს უკავშირდება.

გარდა სამთავრობო ცვლილებისა, ნინო ბურჯანაძე თბილისი პრაიდის გამართვასაც აფასებს. ბურჯანაძის თქმით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე უნდა დადგეს.

„სახელმწიფო რომ სახელმწიფო იყოს და ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება ჰყავდეს, გარწმუნებთ, რომ საერთოდ არ დადგებოდა, არცერთ შემთხვევაში ამ ლგბტ პრაიდის ჩატარების საკითხი იმიტომ, რომ ამას ნორმალური ხელისუფლება მოაგვარებდა ისე, რომ არც თავებს გაუტეხავდა ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მაგრამ არც პროპაგანდა იქნებოდა წამოწეული წინა პლანზე,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინეპოტიზმის ნიშნები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში თუ ოჯახური ბიზნესი
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მე მიმაჩნია, რომ ეს ის ვითარებაა, როდესაც საერთო მტრის გამარჯვების წინააღდეგ ნამდვილად ღირს გაერთიანება