„ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება ვინც უნდა ის შემოუშვას, თუმცა, ამავდროულად ეს არის ხელისუფლების ინდიკატორი“ – გიგა ბოკერია

„ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალის დემონსტრირების მორიგი მცდელობა“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატისა და უკრაინელი ჟურნალისტის საქართველოში არ შემოშვებას.

„თითქოს რეჟიმისთვის ეს ხომ არაფერს წყვეტს, მაგრამ ამ საკითხშიც ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, რომ ამას არ დაუშვებენ. უკრაინასთან მიმართებით, ყველაზე სკანდალური და სამარცხვინო ჟურნალისტის არშემოშვება იყო. ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, რომ ვინც არ უნდა, არ შემოუშვას, ოღონდ ტესტი, როგორი ხელისუფლება გვყავს ისაა, ვისი შემოსვლა აწუხებთ და ვისი – არა. გავრილოვის, პოზნერის პუტინთან და სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფიგურების შემოსვლა არ აწუხებთ – გვიმტკიცებდნენ, არ გქონდა არშემოშვების უფლებაო. უკრაინელი ჟურნალისტი, რომელმაც შესაძლოა, კრიტიკული სიუჟეტი გააკეთოს, ეს აწუხებთ და იყენებენ საკუთარ დისკრეციას. ესაა ამ რეჟიმის სახე“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

banner
წინა სტატიაში,,ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების მეორე ტურს კვლავ მობილიზებული ხვდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს – ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე