ქვეყანამ ეროვნული ტრაგედია თავიდან ააცილა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ, ქვეყანას ეროვნული ტრაგედია თავიდან ააცილა.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებამ ქვეყანას და ეკლესიას დესტაბილიზაცია აარიდა.

თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს, რომელი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მკვლელობის ორგანიზებაზეა საუბარი.

„როგორც დასტურდება, ტრაგედიას გადავრჩით. ეს ტრაგედია არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა. ყველა ჩვენთაგანისთვის ეს ეროვნული ტრაგედია იქნებოდა. დანაშაული, რომელიც მთავარი პროკურორის განცხადებიდან ჩანს, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, თავიდან იქნა აცილებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საპატრიარქო – პატრიარქ ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია
შემდეგი სტატიაქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან