ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, სახეზეა ერთი ადამიანის მიერ სახელმწიფოს მიტაცება და მისი რესურსების მითვისება

ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. სახეზეა ერთი ადამიანის მიერ სახელმწიფოს მიტაცება და მისი რესურსების მითვისება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, მასობრივი სიღარიბე, ნიჰილიზმისა და უიმედობის მიზანმიმართული დანერგვა.
ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭიროა ეროვნული თანხმობა და გაერთიანება, რათა:
დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო,
დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები,
დავიბრუნოთ ემიგრაციაში გადახვეწილი თანამოქალაქეები,
დავიბრუნოთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, ნდობა, რწმენა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთის გატანის და სიყვარულის უნარი.
დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია!
სწორედ ამისათვის, დღეს დაუყოვნებლივ საჭიროა რადიკალურად დანაწევრებული საზოგადოების კონსოლიდაცია, ადამიანური და ინტელექტუალური ძალის გაერთიანება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და შვილების მომავალი!
ამ მიზნით, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” გაზაფხულზე მოიწვევს მასშტაბურ ეროვნულ კონგრესს , სადაც პირველ ეტაპზე გაერთაინდება 200-მდე პროფესიონალი მთელი მსოფლიოდან. 200-მდე წარმატებული ადამიანი, საქართველოს შვილები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში და აძლიერებენ იმ ქვეყნების ეკონომიკას, კულტურას, მეცნიერებას. საქართველოსთვის მათი მიღწევები და შრომა საამაყოა. ბევრი მათგანი საქართველოში ინახავს არაერთ ოჯახს, მათზე დგას ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი; თუმცა, ასევე ფაქტია ის, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვერ ვიყენებთ ამ ადამიანების გამოცდილებასა და ხედვებს ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის.
“ლელოში” კონგრესის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია და ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ ქვეყნის გულშემატკივარ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად შევქმნით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას, ქვეყნის განვითარების წარმატებულ მოდელს, რომელიც სახელმწიფოებრიობის ახალ წარმატებულ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს.
“ლელო” ორგანიზებას გაუწევს ეროვნულ კონგრესს – წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : 7 ნოემბერი ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით და ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს
შემდეგი სტატიადიდ ჭყონში 23 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა