23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“ქვეყანა შიშის მეთოდებით იმართება, ეს სისტემური წამებაა” — თეონა აქუბარდია

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელების შესაძლო გათავისუფლებას ოპოზიციაში მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქმეში გაჩენილმა ახალმა გარემოებამ — კერძოდ, დაზარალებულების მიერ პრეტენზიების მოხსნის შესახებ ნოტარიულად დამოწმებულმა განცხადებებმა — კითხვის ნიშნები გააჩინა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, გავრცელებული კადრები სისტემურ ძალადობასა და წამებაზე მიუთითებს, ხოლო მსხვერპლთა მხრიდან პრეტენზიების მოულოდნელი უარყოფა ტოტალური დაშინების შედეგია

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ გვარცელებულ კადრებში, ესეც არის სისტემური ძალადობის და წამების გამოვლინება. შეუძლებელია, რომ პრეტენზია ამაზე დაზარალებულს არ ჰქონდეს. ჩვენ რომ დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ და შიშის მეთოდებით არ ხდებოდეს ვეყანაში მართვა. შესაბამისად, მთელი ეს პროცესი აჩვენებს იმას, რომ მთელი სისტემა დგას ძალადობის და მეთოდების დასაცავად იმისთვის, რომ რეჟიმის უსაფრთხოება მოხდეს, – ამბობს ტვ პირველთან თეონა აქუბარდია.  

banner
წინა სტატიაშიშიო მესამე: მატერიალურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ — ღვთის სასუფეველს, რითაც ღმერთს ვშორდებით
შემდეგი სტატია“არ მიეკაროთ!”- ბარბაქაძე ანაკლიაში დრონის პოვნასა და საფრთხეებზე საუბრობს