ქვეყანა შეიძლება იყოს სუვერენული ან კოლონია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ ქვეყანა და ქვეყნების ჯგუფს არ შეუძლია სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ეს კოლონიაა, კოლონიას კი პერსპექტივა არ აქვს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა შეიძლება იყოს სუვერენული ან კოლონია, შუალედური მდგომაროება არ არსებობს.

„სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. და იმისთვის, რომ რაიმე სახის ლიდერობაზე გქონდეს პრეტენზია, მე აღარ ვსაუბრობ გლობალურ ლიდერობაზე, არამედ რაღაცაში მაინც, მაშინ ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი. ამიტომ შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, ქვეყანა არის სუვერენული ან კოლონიაა“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, კოლონიებს ისტორიული პერსპექტივა არ აქვთ.

„გეოპოლიტიკური ბრძოლა მუდამ მიმდინარეობდა. დიახ, ჩვენს ქვეყანას ხანდახან უწევდა უკან დახევა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ძალები მოგვეკრიბა და წინსვლა გაგვეგრძელებინა“,- განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშისამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის შინაარსი დაცილებულია რეალობას და სამართლიანობას – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაარავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა – გახარია