ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა – ზურაბიშვილი ქათამაძის გაძევებაზე

ბათუმის აქციების მედროშის თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიტიკულად ეხმიანება:

“ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიის) უგულვებელყოფით , რომელიც ღამით მალულად და მისი დამცვლელების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს

…ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას, ეს საკითხი კი ღიაა!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში“გაძევება კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა”, – შსს თემურ ქათამაძის შესახებ
შემდეგი სტატიაკუნძს ჩავეჭიდე და მერე ტალღებმა ნაპირზე გამიყვანა… – 6 წლის დანი ჰყვება, როგორ გადარჩა