“ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს”

ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცდილობენ, რაღაცნაირად დღის წესრიგი შეცვალონ, თუმცა ქვეყანას სხვა დღის წესრიგი სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს პერსპექტივა არ აქვს, ისევე როგორც არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა იმ მოვლენებს, რომლებიც შარშან და მანამდე განვითარდა. ამ მოვლენებსაც არ აქვს არავითარი პერსპექტივა. ქვეყანა განაგრძობს მშვიდ განვითარებას. ერთადერთი, რასაც ახერხებენ, არის ის, რომ კიდევ გვიწევს ამ უბედურებაზე საუბარი, თუნდაც ამ დღეების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ მთლიანად ქვეყნის განვითარების საკითხებზე. ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად დღის წესრიგი შეცვალონ, თუმცა ქვეყანას სხვა დღის წესრიგი სჭირდება და აუცილებლად გადავერთვებით ამ დღის წესრიგზე. ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს“, – განახცადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიალუდმილა დენისოვას პასუხი “ოცნებას”: ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება