ქვეყანა დგას ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე – ბიძინა კულუმბეგოვი საპროტესტო აქციების საგანგაშო მხარეებზე

ეპიდემიოლოგებისთვის ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების უპრეცედენტო სტატისტიკა შემაშფოთებელია. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

სამედიცინო დარგის სპეციალისტები ეხმაურებიან აქციებს და მბობენ, რომ შესაძლოა მსგავსმა შეკრებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ეპიდემიოლოგები ასევე წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

“ზოგადად ახლა, რომ სიტუაცია საგანგაშოა, ამაზე არ უნდა ვიდაოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წონასწორობა სწრაფად არ დაირღვეს. ეს ზრდა რაღაც ეტაპამდე იყო მართვადი, მაგრამ ულიმიტო შესაძლებლობები და რესურსები ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ვფიქრობ, რომ ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს აუცილებლად და დროულად გასაკეთებელია, რათა არ მოხდეს ინფექციის მასიური გავრცელება,” – განაცხადა მალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი COVID-19-ით გარდაცვალების ზრდის საგანგაშო სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზარდია მედპერსონალის ინფიცირებაც რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. ინფექციონისტი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაგანიხილონ საჩივრები და ჩაატარომ განმეორებითი არჩევნები – NDI-ს რეკომენდაცია მთავრობას