ქვეყანა არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით, უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს – სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს “ლელოს” დეპუტატ, დავით უსუფაშვილს უპასუხა და თქვა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს “არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ” მიხეილ სააკაშვილის.

მისივე აზრით, ქვეყანა არც იმ ოპოზიციას იმსახურებს, რომელმაც ქვეყანა “6 თვე აჯანჯღარა”.

“ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა, ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს, აი ამას არ იმსახურებს. კიდევ იცით რას არ იმსახურებს?! არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს, არც ამას იმსახურებს და თქვენ ლიდერს, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს ბევრი, თორემ კიდევ ბევრ რამეს გეტყვით რას არ იმსახურებს თქვენი სახით”, – თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძემ ოპოზიცია “გალახულ ბავშვებს” შეადარა და თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გამართული დებატების შემდეგ მათ სხდომათა დარბაზი ასე დატოვეს.

საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპული ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს და არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ქვეყნის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან, ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი ჩვენი ეროვნული ინტერესებით