ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ.

თავდაპირველად ქვეითი პატრულ-ინსპექტორები 10 ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ისინი დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში პატრულირებას ახორციელებდნენ შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, ზაარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის გამზირებსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე. ქვეით პატრულ-ინსპექტორებს გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის კიდევ გაზრდას გეგმავს

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლსა და სამეგრელოში მომხდარი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების ინიციატივით გამოდის