“ქვების სროლის საშუალება არ მივეცით ქვასროლია პარტიას”- სუბარი რატიანს პასუხობს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სერგო რატიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მარნეულში „ხელისუფლებამ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, სადაც კრიმინალი, ადგილობრივი ჩინოვნიკები და სუს-ი შეკრულები არიან და ერთად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას”.
სოზარ სუბარის თქმით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” აქტივისტები, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იმყოფებიან თუმცა სიტუაციას მთლიანად სამართალდამცავები აკონტროლებენ.

“ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აქ ჩემს ზურგს უკან არიან, თუ ის კრიმინალურ ავტორიტეტებს გულისხმობს არ ვიცი. სხა მხრივ მე აქ ვხედავ ძალიან პატივსაცემ, ამ სოფლის მოქალაქეებს. დღეს აქ სამოცდაათამდე აღსაკალია, რომლებიც ამბობენ რომ ისინი არიან გარანტი რომ სოფელში სიმშვიდე იყოს. თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი სიმშვიდის გარანტები რატიანისთვის კრიმინალები არიან ეს მისი პრობლემაა. აქ არის საქართველოს პოლიცია, რომელიც იცავს წესრიგს და აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედებენ. ძალიან კორექტულად მიმდინარეობს დღეს არჩევნები. ქვების სროლის საშუალება არ მივეცით ქვასროლია პარტიას”- განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ყიზილაჯლოში ხმების დათვლის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაNDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი – 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ