2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო.

„სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი კატაპულტირდა და სტაბილურ მდგომარეობაში არიან.

სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა აღიარა  ინციდენტი.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მოკლეს
შემდეგი სტატიაჟან-ნოელ ბარო: საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას