ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მიმართულებით 234 რაკეტა და 422 დრონი გაუშვეს.
„ამ აგრესიამ მოქალაქეებსა და მცხოვრებლებს შორის მრავალი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორისაა ახალგაზრდა გოგონა, ქუვეითის შეიარაღებული ძალების ორი წევრი და ორი მესაზღვრე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუვეითში თავდასხმის შედეგად ხანძრის ორი კერა გაჩნდა – ერთი სამთავრობო შენობაზე, მეორე ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.














