10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მათი თქმით, აეროპორტში სარადარო სისტემამ „მნიშვნელოვანი“ დაზიანება მიიღო.

ამასთან, ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქუვეითის ორი პორტი – მუბარაქ ელ ქაბირი და შუვაიხი დაზიანდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუვეითზე ოთხი ბალისტიკური რაკეტით, ერთი ფრთოსანი რაკეტითა და შვიდი დრონით განხორციელებულ თავდასხმა ქუვეითის ძალებმა მოიგერიეს. მათივე ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა მოსკოვის დახმარებას ნიშნავს
შემდეგი სტატიაინდოეთი რუსეთისგან S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს