ქუთათელაძის მკვლელობა-სამართალდამცველები დასაკითხად ერთ პირს ეძებენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეების განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციის თანამშრომლები ერთ პირს ეძებენ, რომლის დაკითხვაზე გადაყვანაც სურთ. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში მიიყვანეს პირი, რომელმაც გენერალი სამსონ ქუთათელაძე ბოლომ ნახა, მან ასევე ნახა ის პირი, რომელიც მასთან ერთად ქუთათელაძის კაბინეტში შევიდა.
კომენტარი გააკეთა ბაზრის მენეჯერმაც, რომელიც აცხადებს, რომ ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული კამერებიდან სამართალდამცველებს ჩანაწერები ჯერჯერობით არ ამოუღიათ. მისივე თქმით, ქუთათელაძეს კონფლიქტი და პრობლემა არ ჰქონია. გასროლის ხმა ბაზრის არცერთ თანამშრომელს არ გაუგია.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის ბაზრის მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიNDI – ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია
შემდეგი სტატიასასამართლოს წინაშე წარდგნენ დამნაშავეები გომელაურიდან დაწყებული – მალხაზ მაჩალიკაშვილი