ქუთაისთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

Crime Scene

ქუთაისთან ახლოს, ქვიტირის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი მოზარდი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოსა და გორში ქარიშხალმა შენობებს სახურავები ახადა
შემდეგი სტატიაგატაცება ფულის გამოძალვისთვის – შსს-ს განცხადებას ავრცელებს