უთაისში აღმაშენებლის გამზირზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა, ორივე ადგილზე დაიღუპა.
ისინი მშენებლობაზე დასაქმებული მუშები იყვნენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.