ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

მესამე დღეა, ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში სანიაღვრე არხები იწმინდება და სუფთავდება ქუჩები. სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა გამოყო.

პროცესის მონიტორინგს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებენ.

უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში სულ ცხრა ქუჩა დაიტბორა. პირველივე დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ამ დრომდე ადგენს.

უხვი ნალექის შედეგად ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩები დაიტბორა, წყალი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა, დაზიანებულია ტექნიკა.

banner
წინა სტატიაშინოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ს სასამართლოში უჩივიან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა